| ||||||
| ||||||
„დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 26 იანვრის N04-43/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | ||||||
ევროკავშირის საჯარო დაწესებულებების დაძმობილების (TWINNING-ის) კონტრაქტის - GE/20 „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ მეორე კომპონენტის სავალდებულო შედეგის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე ვბრძანებ: 1. „დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 26 იანვრის N04-43/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით სარგებლობა განხორციელდეს: თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სერვის ცენტრებში, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთისა და გურიის სამხარეო ცენტრებში, ასევე სამტრედიის, ზესტაფონის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, საჩხერის, ფოთის, სენაკის, მარტვილის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ახმეტის რაიონულ განყოფილებებში. 3. ახალი მეთოდოლოგიის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში (გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულებისა) დანერგვის მიზნით, განხორციელდეს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების დასაქმების კომპონენტზე მომუშავე თანამშრომლების სწავლება/დატრენინგება. 4. დაევალოს სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს (მ. ბეზარაშვილი), ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, წინადადებების, ჩასატარებელი სწავლება/ტრენინგების გეგმა-გრაფიკისა და ახალი მეთოდოლოგიის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ ერთეულ(ებ)ში (გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულებისა) ამოქმედების წინადადებების (მომდევნო ეტაპ(ებ)ი) წარმოდგენა. 5. დაევალოთ: სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გ. ეპიტაშვილი), იმერეთის (ნ.ჭიღლაძე), სამეგრელო-ზემო სვანეთის (ა.ცქვიტაია), კახეთისა (ჯ.ბაღათრიშვილი) და გურიის (თ.ლომჯარია) სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებს, ასევე სამტრედიის (ნ.კაცაძე), ზესტაფონის (ნ.ვიბლიანი), ხონის (ლ.ქუთათელაძე), წყალტუბოს (ი.კაკაბაძე), ტყიბულის (რ.გაბრიაძე), საჩხერის (ნ.მაჭარაშვილი), ფოთის (ნ.ტურძელაძე), სენაკის (ი.მურღულია-მზარელუა), მარტვილის (თ.კაკულია), საგარეჯოს (თ.ბერიძე), სიღნაღისა (ზ.ზურაბაშვილი) და ახმეტის (თ.ონიაშვილი) რაიონულ განყოფილებებს, უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება/ზედამხედველობა. 6. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით გათვალისწინებული ღონისძიებების საბოლოო დანერგვამდე, სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულებმა (გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულებისა) საქმიანობა განაგრძონ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“ 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი წოწკოლაური |